„რეალმა” „ხეტაფეს” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა ტაქტიკური ცვლილებებით მიიპყრო ყურადღება. მადრიდელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მეტოქე გუნდის შეტევებს ფაქტობრივად ხუთი უკანახაზელით ხვდებოდა — ფერლანდ მენდიმ მარცხენა ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ფრანგის ტაქტიკამ გაამართლა. „ხეტაფემ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო მენდიმ დაცვას ხომ არგო და შეტევაშიც გამოიჩინა...
