ჭდე: ნატანი

Home ნატანი
ნატანს ორ თვემდე გაუცდება
ჩანაწერი

ნატანს ორ თვემდე გაუცდება

„ნაპოლის” ბრაზილიელ მცველს ნატანს „რომასთან” შეხვედრაში მხარი ეტკინა. როგორც ამბობენ, ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას 40-60 დღე უნდა. მომდევნო სამედიცინო შემოწმებები გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის ვადებს უფრო ზუსტად განსაზღვრავს. შობას ნატანი ნეაპოლში, პოსილიპოს უბანში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ მშობლები, და, ძმა და მეგობარი გოგონა. ფოტოზე, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, მას მხარი დაფიქსირებული აქვს....

რას უკეთებს გარსია ნატანს?
ჩანაწერი

რას უკეთებს გარსია ნატანს?

„არ მესმის რას აკეთებს რუდი გარსია ნატანთან დაკავშირებით”, — თქვა „ნაპოლის” ისტორიული გუნდის კაპიტანმა ბეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც დიეგო მარადონას დროს „აძურის” დაცვაში თამაშობდა. ის 1987 წელს ნეაპოლელთა პირველი სკუდეტოს მფლობელი გახდა. საუბრის საგანი ზაფხულში „ბრაგანტინოსგან” ნაყიდი ბრაზილიელი მცველის უქმობა გახლდათ. ცენტრალური მცველი, რომელიც თითქოსდა სამხრეთ კორეელი კიმი მინ-ჯაეს ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებოდა, ჯერაც დებიუტს ელის....

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა
ჩანაწერი

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა

„ნაპოლიმ” კასტელ დი სანგროში „აუგსბურგს” ამირ რაჰმანის გოლით 1:0 მოუგო. „აძურის” აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მაგალითად ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ზამბო ანგისა), მაგრამ იტალიის ჩემპიონმა გერმანელებს კოსოველი მცველის თავური დარტყმით მაინც აჯობა. გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრას სწრაფი არ ეთქმოდა. პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარში ვერ შეაგდო....