„ყატარი 2022″-ის აღმასრულებელი შეფი ნასერ ალ ხატერი ინგლისის ნაკრების თავკაცს გარეთ საუთგეიტს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებს. საუთგეიტმა ამასწინათ ყატარზე ცუდად ილაპარაკა — ასეთი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატს არ უნდა მასპინძლობდესო. რატომ არ უნდა მასპინძლობდეს ყატარი მუნდიალს? საუთგეიტის აზრით იმიტომ, რომ იქ ემიგრანტ მუშებს ცუდად ეპყრობიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, მამათმავლებს ციხეში სვამენ, აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება და ქალთა უფლებებიც...
