ჭდე: ნაპოლი

Home ნაპოლი
ოქროს წყვილი კვლავ შეერთდება?
ჩანაწერი

ოქროს წყვილი კვლავ შეერთდება?

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში’’ გადაიკვეთონ. ქართველი „პარკ დე პრენსზე’’ იანვარში გადავა, ნიგერიელი კი დიდი შანსია მას ზაფხულში შეუერთდეს. ეს ვარაუდი იტალიურმა „ლა რეპუბლიკამ’’ დღეს გამოთქვა. გაზეთში წერია: „კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა უახლოეს თვეებში პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. ლაჟვარდოვან სანაპიროზე პსჟ-სა და „ნაპოლის’’ წარმომადგენელთა შეხვედრისას საუბარი მიმდინარე სეზონის ბოლოს ოსიმენის საფრანგეთში...

კვარას საქმე მოგვარებულია
ჩანაწერი

კვარას საქმე მოგვარებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის საქმე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პარიზელები ქართველი გარემარბის გადაბირებაზე ზაფხულის მერე მუშაობდნენ და ბოლო ცნობების თანახმად მიზანს მიაღწიეს. „სქაი სპორტის’’ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო საქმეში კარგად არის ჩახედული. მან თავის ვებგვერდზე დაწერა: „ნეაპოლელები დაახლოებით 75 მილიონ ევროს მიიღებენ. ამის შესახებ სიტყვიერ ხელშეკრულებას მხარეებმა რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. გარიგება სხვა ფეხბურთელის...

პარიზელებს არ ეჩქარებათ
ჩანაწერი

პარიზელებს არ ეჩქარებათ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლა იტალიაში ემოციური გარჩევის თემაა. მის მიმართ არც ფრანგული პრესაა გულგრილი. „ეკიპი’’ წერს: „კლუბები შეთანხმების იმედით ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ქართველი შეიძლება ამ კვირაშიც კი ჩავიდეს პარიზში. დღეს პროცესის ყველა მონაწილე ამბობს, რომ კვარაცხელიას საქმე უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნან პროგრესს განიცდის, თუმცა შორს არავინ მიდის და არავინ აცხადებს,...

კონტე: ხვიჩა კარგი ბიჭია!
ჩანაწერი

კონტე: ხვიჩა კარგი ბიჭია!

ანტონიო კონტეს „ნაპოლიმ’’ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, ამჯერად მე-17 ადგილზე მყოფ „ვერონასთან’’, რომელიც გასავარდნთა ზონას ერთი ქულით აღემატება. მოგეხსენებათ, გასული კვირა „აძურის’’ ცხოვრებაში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლამ მიიზიდა. „ვერონასთან’’ შეხვედრაში კი ანგარიში მე-5 წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა (თუმცა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეკარე ლორენცო მონტიპოს ზურგში...

მეხი მოწმენდილ ცაზე
ჩანაწერი

მეხი მოწმენდილ ცაზე

„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში მარცხენა გარემარბმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შემდეგი სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო...

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!
ჩანაწერი

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ სერია A -ს მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მას გუნდიდან წასვლა სთხოვა. „გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო კვარა. მას ზაფხულშიც უნდოდა გუნდის დატოვება, ახლაც იგივე თხოვნით მოგვმართა. ხვიჩას ვესაუბრე და დაადასტურა, რომ წასვლა სურს, ძალიან იმედგაცრუებული...

კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ
ჩანაწერი

კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ

გადავა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში’’ თუ „ნაპოლიში’’ დარჩება? დღეს ეს კითხვა ნეაპოლელ გულშემატკივარს განსაკუთრებით აწუხებს. „აძურის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთაგან ზოგი ცნობის თანახმად 80, ხოლო ზოგი ცნობის თანახმად 90 მილიონ ევროს ითხოვს, ვეტერანი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო კი Viva el Futbol-ის ეთერიდან თავის შეხედულებას გვაცნობს. „კვარა სეზონის პირველი დღეებიდან წარმოუდგენლად მიცრუებს იმედს. მე მის...

ვის რა უქარაგმა კვარამ?
ჩანაწერი

ვის რა უქარაგმა კვარამ?

იანვრის სატრანსფერო ბაზარი გახურდა. ხვიჩა კვარაცხელია მოვლენათა ცენტრშია. მისი ყიდვა „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა. სწორედ ამ ცხელ დღეებში ქართველმა გარემარბმა ისეთი ვიდეო დაპოსტა, რომელმაც „ნაპოლის’’ გულშემატკივართა შორის კამათი გამოიწვია. ეს გახლავთ ხვიჩას ლამაზი მომენტების კრებული, ოღონდ ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის თამაშებიდან არის შერჩეული. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი’’ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მონაწილეობს, „პარი სენ ჟერმენს’’ კი მართალია...

კვარა ნაპოლის ისტორიულ თანხას აშოვნინებს
ჩანაწერი

კვარა ნაპოლის ისტორიულ თანხას აშოვნინებს

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გაყიდვამ „ნაპოლის’’ შეიძლება მოუტანოს მოგება, რომელზე მეტიც სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში’’ გაყიდვით გამომუშავებულა. გუშინ მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ პარიზელებმა „აძურის’’ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართეს. „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კლუბის ისტორიაში არნახული ფულის შოვნის შესაძლებლობა ეძლევა. მან ქართველი გარემარბი 2022 წლის ზაფხულში 11 მილიონ...

ვითომ მართლა ორ-სამ დღეში?
ჩანაწერი

ვითომ მართლა ორ-სამ დღეში?

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი’’ შეიძლება რამდენიმე დღეში დაშორდნენ ერთმანეთს. ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ცნობა სულ უფრო და უფრო მიანიშნებს ამას. როგორც ირკვევა კვარაცხელიას გარემოცვას „პარი სენ ჟერმენი’’ დაუკავშირდა. „ნაპოლი’’ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს საქართველოს ნაკრების გარემარბის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა და ისეთ ხელფასს სთავაზობდა მას, რომლის...