სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ...
