ჭდე: მიშა ნარიაშვილი

Home მიშა ნარიაშვილი
პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
ჩანაწერი

პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…

23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...

ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ

შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...

30 ქართველი ევროპულ ელიტაში
ჩანაწერი

30 ქართველი ევროპულ ელიტაში

შაბათს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიწყება ადგილობრივი „რასინგ-92“-სა და „კასტრის“ შეხვედრა, რომელიც დასაბამს დაუდებს ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატის – ტოპ-14-ის ახალ სეზონს. ის, რომ ტოპ 14 უძლიერესია ბებერ კონტინენტზე, ეს უდავოა, რადგან ბოლო 2 წელია ევროპულ საკლუბო ტურნირებს სწორედაც ფრანგული კლუბები იგებენ და ეს არგუმენტი ყველაზე წონადია, თუკი ტოპ 14-ისა და რომელიმე სხვა...

გელა და მიშა
ჩანაწერი

გელა და მიშა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა. ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა. გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12...

გელა – თედო – 8 ქართული ქულა
ჩანაწერი

გელა – თედო – 8 ქართული ქულა

გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ...

არანხუესში ფიჯის და ნავსის გასატეხად…
ჩანაწერი

არანხუესში ფიჯის და ნავსის გასატეხად…

შაბათს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდისგან 25 კილომეტრში მდებარე პატარა კასტილიურ ქალაქ არანხუესში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2021 წელს თავის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ამ ბოლო ხანს ჩვენს ყველაზე პრინციპულ კონკურენტად ჩამოყალიბდა. ეს იქნება მეექვსე შეხვედრა და წინა ხუთი მატჩიდან ჩვენს ნაკრებს მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. ეს 2016 წელს მოხდა, ბორჯღალოსანთა ზღვისრეთული ტურნეს...

20 ქართველი მე-8 ტურში
ჩანაწერი

20 ქართველი მე-8 ტურში

ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის მერვე ტური სარეკორდო გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. არა, ჩვენს ბიჭებს, სამწუხაროდ, არც ლელო დაუდიათ, არც რეალიზაცია, ჯარიმა თუ არეკნი გაუტანიათ. უბრალოდ, ტურის 7 მატჩში ერთბაშად 20-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ ესაა ამ მხრივ უმაღლესი მიღწევა. ასეთი რამ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა… წარმატებებისა კი რა გითხრათ – ზოგმა მოიგო, ზოგმე -ვერა. ბორჯღალოსანმა ბექა...

ვინ არის მეოთხე?
ჩანაწერი

ვინ არის მეოთხე?

უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან...