საქართველოს ნაკრები უკვე იაპონიაშია და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე გუნდს მამუკა გორგოძეც შეუერთდა, ვინც წინა დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა „ტულონმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და 6:20 დამარცხდა. საინტერესოა, რომ გორგოძე მოედანზე 56-ე წუთამდე იყო და როცა ის მინდვრიდან გავიდა ტულონელები 6:3 იგებდნენ. ამ მარცხმა „ტულონი“ ცხრილის მე-11 საფეხურამდე ჩამოაქვეითა, ხოლო „ლიონი“...
ჭდე: მილტონ ჰეიგი
სასტარტოში სამი სხვაა
6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი...
მსოფლიოს საქართველო
მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა. ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური,...
მილტონ ჰეიგი საქართველოს…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას „შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს და წინა შეკრებებისგან განსხვავებთ, თბილისურ ეტაპზე ძირითადად ბურთით ვარჯიშობენ. ეს გასაგებიცაა – უკვე 27 აგვისტოს მილტონ ჰეიგის რაზმი „მიხეილ მესხზე“ სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზ „საუზერნ კინგსს“ დაუხვდება, ხოლო 31-ში „დინამო არენაზე“ ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ტიერ 1-ის წარმომადგენელს. შოტლანდიის ნაკრები ქართველებივით გამალებით ემზადება ოთხწლეულის მთავარი...
ბორჯღალოსნები ანტალიაში: მინუს 4
ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ სამზადისის მორიგი ეტაპი წამოიწყო. ბორჯღალოსნები ამჯერად სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ. „სრული“ იმიტომ, რომ წინა ეტაპზე გუნდში იყვნენ დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები და ლეგიონერთა ერთი ნაწილი, ახლა კი მათ წამყვანი ფრანგული კლუბების ქართველები შეურთდნენ. თუმცა, მატებასთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში დანაკლისიცაა: გუნდში აღარ არიან ფრანგული „ბორდოს“ მარჯვენა ბურჯი...
იაპონია კავშირში გამოაცხადეს
საქართველოს რაგბის კავშირში ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა წინაშე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგნენ. გოჩა სვანიძე „ნაკრებში 43 მოთამაშეა. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, რომლიდანაც გუნდის ხელმძღვანელობა სამსოფლიოთასოდ 31-ს შეარჩევს. ნაკრებში საუცხოო განწყობაა, ბიჭები ერთ მუშტად, ერთ ოჯახად არიან შეკრულები და აბსოლუტურად მზად არიან ორ თვიანი შეკრებისთვისა...





