„ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა 28 წლის დანიელი ახალწვეულის, მარტინ ბრაიტვაითის წარდგენაზე „მესის კრიზისის” შესახებაც ილაპარაკა. ეს კრიზისი მისი გამოწვეულია. ფრანგმა ვეტერანმა თქვა: „ბოლო დღეებში ბევრი რამ ვისწავლე. კერძოდ ის, რომ რაც გუნდის შიგნით არის სალაპარაკო, გარეთ არ უნდა გაიტანო. მითუმეტეს მას მედიაში”. 2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვების გამოც იმართლა თავი: „როდესაც...
