მასიმო ამბროზინი 1995-2013 წლებში „მილანში” თამაშობდა, ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ („მილანი” – „ნაპოლი” 1:0) კი თავი შეგვახსენა — ნეაპოლელთა მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ თქვა „მყვინთავიაო”, რის გამოც მობოდიშება მოუხდა. ამბროზინის ნათქვამმა „აძურის” გულშემატკივარი გააღიზიანა. „ვწუხვარ, ნეაპოლელებმა ჩემი ნათქვამი საწყენად რომ მიიღეს. „ნაპოლის” ყოველთვის პატივს ვცემდი. მესმის ფანების, მათი სიყვარულის თავიანთი გუნდის მიმართ. კარიერაში ადრეც...
