18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რაინერ ჟესუს კარვალიუ წლეულს „რეალმა” იჯარის წესით „დორტმუნდში” გაუშვა. იჯარის ვადა 2022 წლის 30 ივნისამდეა. ვერ მოგახსენებთ, რამდენად სწორად ვწერთ ყმაწვილი ნახევარმცველის სახელს. გერმანიაში მას უეჭველად რაინერს ეძახიან, აი, მშობლიურ ბრაზილიაში კი შეიძლება რეინერია, მაგრამ არაუშავს, თუ ყურადღებას მიიპყრობს, ამის გარკვევითაც დაინტერესდებიან. წესით, მოთამაშე, რომელიც „ფლამენგოში” იყო, მერე „რეალმა” იყიდა და...
