მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველო ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და უდრამატულეს, ოვერტაიმიან ბრძოლაში 92:88 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. თამაში ბერძენთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის მანძილზე ანგარიშსაც აკონტროლებდნენ. განსაკუთრებით გვიჭირდა საკუთარ ფარზე ბურთის მოხსნა და აქედან გამომდინარე 10-წუთეულის წაგება გასაკვირი არ ყოფილა – 20:27. მეორე მეოთხედი ბევრად...
