იტალიაში არ ცხრება ინტერესი ორი ტურის წინ „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა მწვრთნელს ჟოზე მოურინიუსა და მეოთხე მსაჯს მარკო სერას შორის მოხდა შელაპარაკება, რამაც მოურინიუ გააბრაზა, მთავარმა მსაჯმა კი ის გააძევა. შემდეგ, „რომას” პორტუგალიელ თავკაცს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო კოლეგიამ ვერდიქტი გააუქმა და მორიგი გარჩევა 10 მარტს დანიშნა....
