სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ...
