ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:
ჭდე: მანუელ ნოიერი
ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა
FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ...
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
უეფას ოფიციალური ინსტაგრამის ცნობით, მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში საუკეთესოთა შორის იყვნენ ასევე ბავარიელები, კინგსლი კომანი, ტიაგო ალკანტარა და პარიზელი მარკინიოსი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ლისაბონურ ფინალში ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენს 1:0 მოუგო და მეექვსედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ბავარიელები ლივერპულს გაუთანაბრდნენ. მეტჯერ პრიზი მილანს (7) და...
დიდი გერმანელი მეკარე
„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუკი ამ წარმატებაში ვინმეს ლომის წილი მიუძღვის, ეს მანუელ ნოიერია. 34 წლის გოლკიპერის საუცხოო თამაში შეუმჩნეველი რიგით გულშემატკივარს არ დარჩენია და ლეგენდარულ დანიელ მეკარეს პიტერ შმაიხელს როგორ დარჩებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის მცველმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა: „კარში ნებისმიერი სხვა მეკარე რომ მდგარიყო, „ბაიერნი” ჩემპიონთა...
ბაიერნი პროვოკაციებს აწყობს
ეს სიტყვები კატალონიურმა „მუნდო დეპორტივომ“ სათაურად გამოიტანა. საქმე ეხება ორი ვეტერანი გერმანელი ვარსკვლავის, „ბარიერნის“ აღმასრულებელი შეფის კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ლოთარ მათეუსის გამონათქვამებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ. მოგეხსენებათ, ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ სწორედ „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ შეახვედრა ერთმანეთს. კერძოდ, რუმენიგემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორივე გუნდის კარს გერმანელი იცავს — „ბაიერნისას“ მანუელ ნოიერი, ხოლო „ბარსელონასას“ მარკ-ანდრე...
ტერ შტეგენი ნოიერმა დააჩქარა
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჯერ 28 წლისაა, რაც მეკარისთვის ლამის ყმაწვილკაცობის ასაკია. ამის მიუხედავად, გერმანელი გოლკიპერი უკვე 6 წელია „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდიოდა ვადა. ბარსელონაში მისი დიდი ხნით დატოვება სურდათ, მაგრამ ტერ შტეგენი მიუნჰენში „ბაიერნის“ ბოსებსა და მანუელ ნოიერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ადევნებდა თვალს. თუ ნოიერს კონტრაქტს...
ბაიერნმა ნოიერს 5:3 მოუგო
დიდხანს ევაჭრა მანუელ ნოიერი მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებს. 34 წლის გოლკიპერი ახალ, 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 3-წლიანი კონტრაქტი და წლიურად 12 მილიონი ევრო – ეს იყო “ბაიერნის” ბოლო სიტყვა. ნოიერი იძულებული იყო, თანხმობა ეთქვა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიუნხენში 2011 წელს გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა. ამ ცხრა წლის...
უი, ცოცხალი ყოფილა!
უნებურად „არაჩვეულებრივი გამოფენა” გაგახსენდება. — ბატონი ბონა მოკვდა? — არა, კისლოვოდსკშია. ფეხბურთელი, რომელიც 2016 წელს ავარიაში დაიღუპა, თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი ცოლის წინააღმდეგ კი საქმე აღიძვრება. გამოიძიებენ დაზღვევასთან დაკავშირებული თაღლითობის ამბავს. ლაპარაკია „შალკეს” მცველ ჰიანიკ კამბაზე, რომელმაც მშობლიურ კონგოში მიაბარა სული არსთა გამრიგეს, მისმა მეუღლემ კი სადაზღვევოსგან ექვსნიშნიანი თანხა მიიღო. და აი, ახლა „ბილდი” წერს,...
ბაიერნისა და ნოიერის ჩიხი
„ბაიერნისა” და მანუელ ნოიერის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია. ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან 34 წლის მეკარესთან საერთო ენა გამოინახება. რუმენიგემ ონლაინ ინტერვიუ მისცა „ბილდს”, რომლის საშუალებითაც კაპიტანს ერთგვარი შემრიგებლური სიგნალი გაუგზავნა, თორემ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებების ბოლოდროინდელი მიმდინარეობით უკმაყოფილო იყო. რუმენიგე: „დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ მოთამაშესთან, როგორიც მანუელ ნოიერია, საბოლოოდ...
ნოიერი: მარტოობის 5 წელიწადი
როცა მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ნარცისად კრიშტიანუ რონალდუს ასახელებენ, გერმანელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი გულიანად იცინის. მათთვის ამ ტიტულის ერთადერთი „კანონიერი“ მფლობელი მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯი მანუელ ნოიერია. 34 წლის მეკარე თავს ერთადერთად და განუმეორებლად მიიჩნევს შესაბამისი პრეტენზიებით. „ბაიერნი“ ნოიერს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, 2023 წლამდე თანამშრომლობას სთავაზობს, ეს უკანასკნელი კი 5-წლიან ხელშეკრულებას...








