ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...
