პრემიერლიგის ფეხბურთელი ბავშვობაში ქუჩაში ცხოვრობდა და თავს მათხოვრობით ირჩენდა. ლაპარაკია „კრისტალ პალასის” 28 წლის მოთამაშე მამადუ საკოზე. დღეს ის პრემიერლიგაში გამოდის და ხელფასიც პრემიერლიგური აქვს, ადრე კი პარიზის ქუჩების მაწანწალა იყო. ბუნებრივია, ასეთი მძიმე წარსულის მქონე კაცი დღეს თანაგრძნობით არის სავსე და ლონდონის სამხრეთ უბნებში უსახლკაროებზე ზრუნავს. საკო ამბობს: „უნდა გაიღო, გასცე; ეს აუცილებელია. თან,...
