ჰელსინკიში, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად აგრძელებს და იმედია ტურნირის ბოლომდე ასე იქნება. ჩვენებურთა მთავარი მიზანი პირველ დივიზიონში აღზევებაა, საამისოდ კი მათ პროგრამა მინიმუმი ორი ტურის შემდეგ უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც ისრაელის და მოლდოვის დამარცხებით ნახევარფინალის საგზური დაიბევეს. დამაკმაყოფილებელი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ტუნისთან ჯგუფის დასკვით დაპირისპირებას მაინც დიდი...
