ესპანელმა ვარსკვლავმა სესკ ფაბრეგასმა გაიხსენა „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს უთხრა, თუ რას უნდა ელოდნენ იტალიელი მწვრთნელისგან. მოგეხსენებათ, ამ თვეში კონტე ინგლისში დაბრუნდა, სადაც „სფურზი“ ჩაიბარა. ჩრდილო ლონდონელებს პორტუგალიელი თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტო არ გამოადგათ და თანამდებობიდან მოხსნეს. ფაბრეგასი 34 წლისაა, „მონაკოში“ კარიერას ასრულებს. მისი აღწერით, კონტე არის ხელმძღვანელი, რომელსაც...
