„ჩვენ პრაქტიკულად ვერ გვაჯობეს. შეიძლება ბოლოს კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა და…,” — თქვა „ლივერპულისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ. 85-ე და 90+8 წუთებზე მოჰამედ სალაჰისა და დარვინ ნუნიესის მიერ გატანილი გოლებით მერსისპირელებმა ვეზუვის კალთებიდან ჩამოსული სტუმრები 2:0 დაამარცხეს. „გაძეტა დელო სპორტის” აზრით ჯერ ერთი შედეგი არ ასახავს იმ თამაშს, რომელიც...
