ჭდე: ლევან ჩილაჩავა

Home ლევან ჩილაჩავა
ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ
ჩანაწერი

ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება. წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ...

ენდეთ გელას!
ჩანაწერი

ენდეთ გელას!

გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა...

ვინ არის მეოთხე?
ჩანაწერი

ვინ არის მეოთხე?

უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან...

ქართველები, თასები და ევროპა
ჩანაწერი

ქართველები, თასები და ევროპა

მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ. ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ...

რატომ ვერ მივაწექით?
ჩანაწერი

რატომ ვერ მივაწექით?

შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...

ღირსებისთვის
ჩანაწერი

ღირსებისთვის

ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...

თამაში ერთი ტაიმი…
ჩანაწერი

თამაში ერთი ტაიმი…

43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...