ასეთი რამ NBA – ში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა მნიშვნელოვანი გაცვლითი ოპერაციების შემდეგ „ლეიკერსმა“ სუპერვარსკვლავი დაიმატა. მაშინ ისტორია წარუმატებლად დასრულდა: დუაიტ ჰოვარდმა ერთი წლის თავზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანგელოზთა ქალაქი. მის გრძელვადიან გეგმებში „ლეიკერსი“ არ შედიოდა. ენტონი დევისი სულ სხვა ისტორიაა. ნიუ-ორლეანელთა ლიდერი ლიგის საუკეთესო ათეულში შედის და ექვსი ოლ სტარი მოიტოვა ზურგს...
