დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ. წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა – „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მეტოქემ უამრავი პრობლემა კი შეგვიქმნა. თამაში საკმაოდ კარგი საცქერი გამოდგა, თუმც ამის თქმა...
ჭდე: ლაშა ხმალაძე
33
ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – ეს ის ხალხია, რომელიც საშემოდგომო ტესტებისთვის მოემზადება. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 19 ფორვარდი და ხაზის 14 მოთამაშეა – სულ 33 კაცი. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის: პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“, 6, 0), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23,...
შავი ლომი რუსეთის რკინიგზაზე
ევროპის სუპერთასის თავის მეორე მატჩს პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რუსეთის პროვინციულ ქალაქ პენზაში გამართავს და მისი მეტოქე ადგილობრივი „ლოკომოტივ-პენზა“ იქნება. ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი – რუსეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და მის ღირსებას არაერთი ცნობილი მორაგბე იცავს. კერძოდ, რუსეთის რკინიგზელთა რიგებში გამორჩეულები არიან ბორჯღალოსნები გიორგი ჭყოიძე და ილია სპანდერაშვილი. შაბათს თანამემამულეების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში...
მომავალ შეხვედრამდე…
3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...




