საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც [...]
