ნეაპოლში ფეხბურთის გუნდის წარმატებულმა თამაშმა დიდი აღტყინება გამოიწვია, რომელიც რიგ შემთხვევაში ჩარჩოებს ცილდება. „დიეგო მარადონაზე” „ნაპოლი” „აიაქსს” მასპინძლობს, პიაცა ბელინის ახლოს კი ნიდერლანდელი გულშემატკივარი დაჭრეს. ეს სამწუხარო ამბავი ღამით მოხდა, ორშაბათიდან სამშაბათზე, დაახლოებით ორის ნახევარზე. დაჭრილია 21 წლის ჰოლანდიელი ახალგაზრდა. თანამემამულეებთან ერთად დროის გატარების შემდეგ, ის მარტო ბრუნდებოდა სასტუმროში, როდესაც თავს ეგრეთწოდებული ულტრასების კარგა დიდი...
ჭდე: კრიმინალი
გამოძიება, ჯაკა და ტოტალიზატორი
გრანიტ ჯაკამ ახლახან დამთავრებულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში იმდენად უცნაური ყვითელი ბარათი მიიღო, რომ მის წარმოშობას დანაშაულებათა ეროვნული სააგენტო იძიებს. საქმეს ტოტალიზატორთან დაკავშირებული სკანდალის სუნი ასდის. იკითხავთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რას მიკეთებსო. საქმე სწორედაც ის არის, რომ ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარი ექვსი თვის განმავლობაში იძია და სერიოზული დანაშაულის კვალი რომ შეამჩნია, საქმეში კომპეტენტური სამსახური ჩართო....
პრემიერლიგა, ტრანსგენდერი და შანტაჟი
ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი, თორემ ისე ლოქდაუნის დროს მომხდარა: ინგლისის ნაკრებს ერთ ფეხბურთელს ტრანსგენდერ ქალთან გატკბობია ურთიერთობა, მას კი ფოტოები გადაუღია და შანტაჟი დაუწყია. ქალი, რომელსაც ჯერ ოპერაციაც არ ჰქონდა გაკეთებული, პრემიერლიგის ვარსკვლავს ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდზე მოუძებნია. 2021 წლის აპრილში წყვილი ერთმანეთს ქალაქის ცენტრში, ტრანსგენდერის მიერ ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა. ფეხბურთელს თითოეული შეხვედრა 150 გირვანქა...
იმპერატორი
ბრაზილიელი ადრიანოს დაბადების დღეა… 40 წლის გახდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აურია ფეხბურთელმა თავისი კარიერა. ყოფაქცევაში ორიანი — ადრე ხომ იყო ასეთი რამ? ზუსტად ესადაგება ადრიანოს, რომელმაც კარიერა ფაქტიურად 24 წლის ასაკში დაასრულა. არა, კიდევ დიდხანს ითვლებოდა მოქმედ ფეხბურთელად, მაგრამ 24 წლის მერე სულ რეგრესი ჰქონდა. ცოტა ხანს გამოანათა კიდევ ერთხელ „ფლამენგოში“, მაგრამ ისევ ჩაეშვა....
იუნაიტედში აზრი გაიყო
ესღა აკლდა პრობლემებით დატვირთულ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელები მეისონ გრინვუდის დაჭერის გამო წაკიდებიან ერთმანეთს. როგორც ცნობილია, მოთამაშეების ნაწილმა, მათ შორის ედინსონ კავანიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ვიკტორ ლინდელოფმა და სხვებმა 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს და მის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრინვუდი ჩავარდა. მას ქალის გაუპატიურებასა და ცემას სდებენ ბრალად. კავანის, რონალდუს,...
გრინვუდს საკნიდან არ უშვებენ
მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური უნდა იყო კაცი, რომელსაც კვირაში 75 000 გირვანქას გიხდიან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, მთელი ქვეყანა გიცნობს, უყვარხართ და თავს ისეთ დღეში იგდებ, რომ აგერ უკვე სამი დღეა გისოსებს მიღმა ზიხარ; ვექილებს გარეთ ვერც კი გამოჰყავხართ, დაკითხვებზე შინიდან რომ იარო. 20 წლის მეისონ გრინვუდზე მოგახსენებთ, რომელიც კვირას გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. ბოლო...
მეისონ გრინვუდი დაიჭირეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებისა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 20 წლის თავდამსხმელი წინასწარი პატიმრობის საკანშია. ბრალდებათა შესახებ კვირას დილით გახდა ცნობილი. ფეხბურთელის დასაჭერად დიდ მანჩესტერში ანუ ჩვენებურად ქალაქს მიერთებულ დასახლებაში, რომელსაც ბოუდონი ჰქვია, პოლიციის მანქანები და ესკორტი მივიდა. დაცვა, რომელიც ფეხბურთელს სავარაუდოდ კლუბმა მიამაგრა, მეზობლად მდებარე მშობლების სახლში იყო. დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს,...
პედოფილია ბარსელონაში?
„ბარსელონას“ საყმაწვილო აკადემიის, ლეგენდარული „ლა მასიას“ ყოფილ თავკაცს ალბერტ ბენაიჟესს პედოფილიასა და მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. აქვე უნდა დავძინოთ, რომ საქმე ეხება 1980-იან წლებს და 90-იანების დასაწყისს, როდესაც ბენაიჟესი ბავშვებს ქალაქის უბან ლეს კორტსში წვრთნიდა, რის შემდეგაც, 1992 წელს ის „ლა მასიაში“ გადავიდა. აქ მან 2011 წლამდე დაჰყო, მაგრამ ამ პერიოდზე საეჭვო ჯერჯერობით არაფერი...
ბენზემას მიუსაჯეს
საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა. ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე, პირველ სხდომაზე მოუხდათ წარდგომა. მიზეზი: ფრანგი ფეხბურთელის მატიუ ვალბუენას შანტაჟი. სკანდალმა თავის დროზე საფრანგეთში ისეთი...
პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა
პარასკევს, 22 ოქტომბერს, ქარიმ ბენზემა 10 თვიანი პატიმრობისა და 75 ათასი ევროთი დაჯარიმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოსამართლემ სხდომა 24 ნოემბრისთვის გადადო. „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ისევ ძველ ამბავს, მატიე ვალბუენას სექს-ვიდეოთი შანტაჟს ედავებიან. სასამართლოში საქმე უკვე სამჯერ განიხილეს. ბედის ირონიაა, რომ 25 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივად ბენზემა განაჩენს შეიტყობს, „რეალს“ სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის...









