ჭდე: კოტე მიქაუტაძე

Home კოტე მიქაუტაძე
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
ჩანაწერი

ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში

„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...

ვაჟური ლელო
ჩანაწერი

ვაჟური ლელო

ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...

გაძლიერება რუსეთისთვის
ჩანაწერი

გაძლიერება რუსეთისთვის

27 თებერვალს „დინამო არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე ოფიციალურ მატჩს გამართავს. საიუბილეოს გარდა ეს მატჩი ტრადიციულად პრინციპულიც იქნება, რადგან ბორჯღალოსანთა მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდია. „დათვებთან“ შეხვედრების პრინციპულობაზე მოგვიანებით, მატჩისწინა მიმოხილვაში ვისაუბროთ, დღეს კი იმ სიახლეებზე გიამბობთ, რაც ჩვენს გუნდშია. ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტულად ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბე დაიგულა, რომელთაგან 23 უშუალოდ...

მიქაუტაძის ბონუსი
ჩანაწერი

მიქაუტაძის ბონუსი

კოტე მიქაუტაძემ 5-წლიანი პაუზა შეწყვიტა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ლელო გაიტანა. მართალია, 30 წლის მეორეხაზელს ყველა წინა ლელო რანგით უფრო მაღალ ლიგაში – ტოპ 14-ში ჰქონდა დადებული, ამჟამად კი მან თავი პირველად გამოიჩინა „ბაიონში“, რომელმაც „ორიაკს“ ბონუსით, 37:6 აჯობა და ბონუსის მომტანი, მესამე ლელო სწორედ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა. შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბასკებმა მრავალსვლიანი...

ნიორაძის მეექვსე ფრანგული
ჩანაწერი

ნიორაძის მეექვსე ფრანგული

საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....

ქართველების პრო-შანსი
ჩანაწერი

ქართველების პრო-შანსი

საშემოდგომო ტესტ-მატჩების პირობებში პრო დ2-ის კლუბებს შემადგენლობებში შექმნილი ნაპრალების შევსება უწევთ და ამ ვითარებამ ორ ახალგაზრდა ქართველს სეზონური დებიუტის აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა. კოტე  მიქაუტაძის ნაკრებში გამგზავრების გამო „ბაიონს“ შემადგენლობაში ესპუარის, 21 წლის ლადო ჩაჩანიძის დაწინაურება მოუხდა. 2-მეტრიანი მეორეხაზელი „მონ-დე-მარსანთან“ საშინაო მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო – გათამაშების ლიდერთა...

ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ჩანაწერი

ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით

ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი  ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...

ლუკას ხუთიანები
ჩანაწერი

ლუკას ხუთიანები

პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...

აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა
ჩანაწერი

აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა

რაღა თქმა უნდა, გასულ უქმეებზე რაგბის ქართველ ქომაგთა მთავარ ინტერესს ტოპ 14-ის მეორე ტურის ის მატჩი იზიდავდა, რომელშიც ერთბაშად 6 ჩვენებურს უნდა ეთამაშა. საუბარია „მონპელიესა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე. მოლოდინმა მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამართლა, რომ ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს და თავიც გამოიჩნეს, თორემ დიდი ბრძოლა არ შედგა – მონპელიელებმა იოლად, 39:17 იმარჯვეს. თამაში კი ქართული ლელოებით დაიწყო...

სტარტზე ცხრა ჩვენებური
ჩანაწერი

სტარტზე ცხრა ჩვენებური

პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...