ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,...
ჭდე: კოტე მიქაუტაძე
მფრინავი ფიჯელები
5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიულ ევროპულ ტურნეს დაასრულებს. დიახ, ეს ტურნეა რადგან „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. ბორჯღალოსანთა ბოლო მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ბანაკში პირველ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაინფიცერების ფაქტი დადასტურდა, თამაში, ცხადია ჩაიშალა, ხოლო ინფიცირებული „მფრინავი ფიჯელების“ რიცხვმა თანდათან სამ ათეულს მიაღწია – მოთამაშეების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც...
ნულია, მაგრამ პროგრესი
დარწმუნებული ვარ, ჩვენებს უელსთან 3:30 რომ წაეგოთ, ბორჯღალოსნებს ნაკლები კრიტიკა შეხვდებოდათ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო მინდორი კვლავ უქულოდ დატოვა… ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ მშრალად მარცხდება – ინგლისთან 0:40-ის შემდეგ 0:18 აშკარად უკეთ გამოიყურება, თუმც მარტო ანგარიში ხომ არაა? კი ბატონო, ისტორიას მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები შემორჩება, მაგრამ ისეთი უიმედობაც აღარაა, რომელიც...
რაზმი რვა ერისთვის
14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი...
… თუ გამოვიდა კარგი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...
იშვიათი ესპანეთი საქართველოსთან
კვირას, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ევროპის რაგბის 2020 წლის ჩემპიონატის საკვანძო მატჩია – ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ესპანეთი ძალიან იშვიათადაა სატურნირო ინტრიგის მონაწილე და წლეულს სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა. ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში ქართველების დარად 5 ქულა აქვთ, რადგან თუკი ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ ტრადიციულად უმთავრეს კონკურენტ რუმინელებს კუდით ქვა ასროლინეს და 41:13 დაამარცხეს, ესპანეთის ნაკრებმა ასევე...
ენდეთ გელას!
გელა აფრასიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ეს „რასინგთან“ პარიზულ მატჩში შეძლო, რომელიც მისმა „მონპელიემ“ 25:29 წააგო და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის კუთვნილ ბონუს-ქულას დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მსოფლიო თასზე ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ უქმად იყო, მაგრამ გასულ ტურში მონპელიელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთობ მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა...





