გასული კვირის მიწურულს ევროპულ რაგბში ორი ეპიცენტრი იყო – ევროთასები და საფრანგეთის პრო დ2. ევროთასები როგორც იქნა, ევროპაში სტარტი კონტინენტურმა საკლუბო ტურნირებმაც აიღო. ფრანგული კლუბები – „ლა როშელი“ და „ლიონი“, შესაბამისად ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის მფლიობელები არიან და საღინაძე-ნინიაშვილის კლუბი სწორედ ამ წარმატების შედეგად მონაწილეობს მთავარი საკლუბო ტურნირის გათამაშებაში. უნდა ითქვას, რომ არცერთ ხსენებულ...
ჭდე: კოტე მიქაუტაძე
საფრანგეთში: ნიკა, ბექა, საბა, თედო, გიორგი…
ბექა გიგაშვილმა „ტულონისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 58-ე წუთზე პარიზელები დაალელოვა და ანგარიში გაათანაბრა – 14:14. მაგრამ, მასპინძელთა სამწუხაროდ, ქართველი ბურჯის გასვლა და სტუმართა დომინაცია ერთი იყო. შეხვედრა „რასინგმა“ 31:14 მოიგო და ცხრილში მეორე საფეხურამდე დაწინაურდა. გიგაშვილისთვის ეს სეზონში მესამე ლელო იყო, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში გატანილი. გამარჯვებულთა სასტარტოში კი ბექას პირისპირ გურამ გოგიჩაშვილი იდგა, ხოლო...
ნინიაშვილი: ლელო! ლელო!
დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა! ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ...
გიგაშვილმა ვულკანები დაალელოვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა სეზონში პირველი ლელო მიითვალა. „ტულონის მარჯვენა ბურჯმა „კლერმონთან“ საშინაო მატჩის 35-ე წუთზე „ვულკანების“ ჩათვლის მოედანი დალაშქრა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ „ტულონმა“ 30:29 მოიგო და კლერმონელებს პრემიალური ქულა გაატანა. გიგაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ზედიზედ მეორე მატჩში 20 წლის გიორგი ძმანაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გასინბინებული პირველხაზელი...
ვინ, თუ არა ნინიაშვილი?!
დავით ნინიაშვილი ქართული და მსოფლიო რაბის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ და მისი თამაშის ზეაქტიური სტილიდან გამომდინარე, 20 წლის უკანახაზელისგან ყოველ მატჩში ლელოებს თუ არა, ერთ ლელოს მაინც ელიან ხოლმე. ჰოდა, თუ პირველ ტურში მას ხელი მოეცარა, რადგან კარიერაში პირველად იდგა თავისთვის უჩვეულო, 14 ნომრის პოზიციაზე, მეორე ტურში ამ ამპლუაში თავს უკვე როგორც თევზი წყალში გრძნობდა. ლიონში...
ბექათა ლელო და სიმბოლური
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში გამართული პირველი ტური საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ისე მოხდა, რომ განსაკუთრებულად წარმაეტბული სტარტი ორ ბორჯღალოსან ბექას გამოუვიდა – „ტულონის“ მარჯვენა ბურჯმა გიგაშვილმა საუცხოოდ ჩაატარა თავისი წილი 1 საათი „ბაიონთან“ 40:25 მოგებულ შეხვედრაში და ჯილდოდ „მიდი ოლიმპიკის“ ტურის სიმბოლურის წევრობაც მიიღო; ხოლო „ლიონის“ ფლანკერმა საღინაძემ ბრივში 31:27...
30 ქართველი ევროპულ ელიტაში
შაბათს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიწყება ადგილობრივი „რასინგ-92“-სა და „კასტრის“ შეხვედრა, რომელიც დასაბამს დაუდებს ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატის – ტოპ-14-ის ახალ სეზონს. ის, რომ ტოპ 14 უძლიერესია ბებერ კონტინენტზე, ეს უდავოა, რადგან ბოლო 2 წელია ევროპულ საკლუბო ტურნირებს სწორედაც ფრანგული კლუბები იგებენ და ეს არგუმენტი ყველაზე წონადია, თუკი ტოპ 14-ისა და რომელიმე სხვა...
18 ქართული ლელო
ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში გასულ სეზონში 35-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შედარებისთვის, ტოპ 14-ში 28 ჩვენებურის მონაწილეობა დაფიქსირდა. რეგულარული სეზონი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ მოიგო, თუმცა, ტოპ 14-ში სულ სხვა კლუბი აღზევდა – კოტე მიქაუტაძის, ლაშა ჭელიძისა და ლადო ჩაჩანიძის „ბაიონი“, რომელმაც პლე-ოფი მოიგო და მთავარ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა....
ერთად მოვუგოთ იტალიას !
კვირას, ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე, საღამოს 8 საათზე სტარტს აიღებს საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნების გადმოსახედიდან, ესაა ბოლო წლების მთავარი მოვლენა ჩვენი რაგბისთვის. შეხსენება რა საჭიროა, მაგრამ მაინც: საქართველო მეორე სარაგბო დონის მოწინავეა, ხოლო იტალია პირიქით – ევროპული ექვსი ერის მაჩანჩალა. ჰოდა, უკვე მრავალი წელია, სარაგბო თემის ერთი ნაწილი ამ ელიტური „ექვსი...
ბრძოლა ახლა იწყება
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის. პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ოთხეული კი პლეი-ოფის სტადიაში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება. კერძოდ, „ოიონაქსი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს,...









