გეორგი იარცევი გარდაიცვალა. ძველი თაობის ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მოსკოვის „სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელი. ის ლეგენდარული თბილისის „დინამოს” პერიოდში თამაშობდა. იარცევმა ბევრი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ხალხს ყველაზე მეტად 1977-80 წლებიდან, კონსტანტინ ბესკოვის „სპარტაკიდან” ახსოვს. 1977 წელს, როდესაც იარცევი კოსტრომის „სპარტაკიდან” პირველ ლიგაში გავარდნილ მოსკოვის გუნდში გადაიყვანეს, ის უკვე 29 წლის იყო. სწორედ მაშინ დაუდგა კარიერის საუკეთესო...
