„ნიუკასლის“ მცველმა კირან ტრიპიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პსჟ-სთან მატჩის (1:1) შედეგები შეაჯამა. „ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. ტრავმიანობის პირობებში შევძელით ერთი ქულის მოპოვება და ეს პოზიტივია. ჩვენ შეგვიძლია შევეჯიბროთ საუკეთესო გუნდებს ნებისმიერ დღეს, როგორც ეს ორჯერ ვაჩვენეთ პსჟ-სთან. მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვართ“, – ციტირებს ტრიპიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ ანგარიში 24-ე...
