დღეს, უფრო სწორად საქართველოს დროით უკვე ხვალ, ღამის პირველის ნახევარზე, „ვალენსია’’ დაშავებული გიორგი მამარდაშვილის გარეშე ბარსელონაში „ესპანიოლს’’ ხვდება. ამ შეხვედრის წინ ვალენსიურ მედიაში გუნდის მზადებაზე იმდენს არ ლაპარაკობდნენ, რამდენსაც მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე. ჯერჯერობით „ღამურებს’’ ისევ რუბენ ბარახა უდგას სათავეში, მაგრამ მისი შეცვლის საკითხი აქტუალურია და უკვე კანდიდატებსაც ასახელებენ. ბოლო დღეებში კიკე სანჩეს ფლორესი ახსენეს. „ესტადიო...
