ორშაბათ საღამოს, „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთი” ლეო მესიმ მოიგო. მას ჩამორჩნენ „ლივერპულის” ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი და „იუვენტუსის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ. რონალდუ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. ის იტალიაში დარჩა, სადაც „გრან გალა დელ კალჩოზე” სერა A-ს საუკეთესო მოთამაშისა და თავდამსხმელის პრიზები მიიღო. ვან დაიკი კი პარიზში გახლდათ. გამოკითხვის თანახმად ის...
