ესპანური ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი ფეხბურთელები ემზადებიან და… ცოტას კინკლაობენ კიდეც. ასე მაგალითად, ბარსელონელი კარლეს ალენია უკმაყოფილოა, რომ კლუბმა 21 ნომერი ახალწვეულ ფრენკი დე იონგს მისი ნებართვის გარეშე მიანიჭა. ალენია 21 წლისაა, დე იონგი ოცდაორის. ალენიამ თქვა: „ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 21 ნომრიან მაისურს დე იონგს ჩემთან შეუთანხმებლად დაჰპირდა....
