ჭდე: კარაბაოს თასი

Home კარაბაოს თასი
სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
ჩანაწერი

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება

„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...

ჩანაწერი

კავანი შეეძლოთ გაეძევებინათ

მართალია, „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში „ევერტონს” 2:0 მოუგო და პირველი გოლი ურუგვაელმა ვეტერანმა ედინსონ კავანიმ გაიტანა, მაგრამ თავად კავანი გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ის მასპინძელთა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს იარი მინას ყელში სწვდა და მოედანზე წააქცია, რაც ქვემოთ, ვიდეოზე კარგად ჩანს. არბიტრი გახლდათ ენდი მედლი. მოგეხსენებათ, „კარაბაოს თასს” ვიდეორეფერი არ ემსახურება და...

ჩანაწერი

ყლაპა

„არსენალის” 25 წლის ისლანდიელმა მეკარემ ალექს რუნარსონმა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალურ შეხვედრაში, უხეში შეცდომა დაუშვა. მიმდინარეობდა 54-ე წუთი და ანგარიში იყო 1:1, როდესაც მან რაღაცნაირად მოახერხა და რიად მაჰრეზის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი თავის კარში შეაგდო. „სიტიმ” „მეთოფეებს” 4:1 მოუგო. „არსენალს” საშინელი სეზონი აქვს. მიკელ არტეტას გუნდმა ეს შეხვედრაც ცუდად დაიწყო — მანჩესტერელმა...

არსენალმა ჩაილივერპულა
ჩანაწერი

არსენალმა ჩაილივერპულა

იმ დღეს, როდესაც მერსისაიდზე covid 19-ის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, „არსენალმა” „ლივერპულს” საფხებურთო შეზღუდვებიც დაუწესა: პირველად, 39 მიყოლებული თამაშის შემდეგ, ლივერპულელებმა თავიანთ სტადიონზე გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ 2019 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის” წინააღმდეგ მოხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლის ვერ გატანა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეოთხედფინალში „არსენალის” გადახალისებული შემადგენლობა გასულიყო. შეხვედრის...

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!
ჩანაწერი

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!

ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება: „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, როდესაც დროის ამოწურვამდე 15 წუთი რჩებოდა, ერიკ დაიერი ტუალეტში გავარდა. მას მოურინიუ გამოუდგა. გასახდელის გვირაბში ორივეს ფოტო გადაუღეს. ეს იყო „კარაბაოს თასის” მერვედფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებში „სფურზმა” მოიგო. ვინც დაიერის გასვლა შეამჩნია, ეგონა, რომ ის გამოცვალეს და გვირაბში იმიტომ შევიდა, მაგრამ როდესაც...

დღეს: ტოტენჰემი vs კორონა ორიენტი
ჩანაწერი

დღეს: ტოტენჰემი vs კორონა ორიენტი

„ტოტენჰემ ჰოთსპურს” კარაბაოს თასზე „ლეიტონ ორიენტთან” თამაშს ალბათ გადაუდებენ. მიზეზი: „ლეიტონ ორიენტის” მთელი გუნდი covid 19-ით არის ავად. თამაში დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ინგლისური მას-მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ „ლეიტონის” ფეხბურთელების ბოლო ტესტირებამ სავალალო შედეგი აჩვენა — მეორე ლიგის გუნდის 18 ფეხბურთელს დადებითი პასუხი მოუვიდა. თამაშის გადადება თუ გაუქმება „ლეიტონ ორიენტისთვის” მატერიალური დარტყმაა — ის ხომ ...

გაწბილება ბებერ ტრეფორდზე (video)
ჩანაწერი

გაწბილება ბებერ ტრეფორდზე (video)

მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ” „იუნაიტედს” 3:1 მოუგო, რამაც „იუნაიტედის” ფანები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელებში ოლე გუნარ სულშერს შეუტიეს. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის” ნახევარფინალური თამაში, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა ანუ სულშერის გუნდმა შინ წააგო. გულშემატკივრებმა ეს, ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიიღეს და მეორეც, ახლა, საპასუხო მატჩში, „ეტიჰედზე”, ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან — თუკი ფინალში გასვლა უნდათ, ეს...

მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები
ჩანაწერი

მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში. სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე”, პირველლიგელ „როჩდეილს” რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგა ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში მესამე დონეა პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის შემდეგ. „ხშირად მოგვსვლია ასეთი...

ტოტენჰემი კოლჩესტერმა გააგდო
ჩანაწერი

ტოტენჰემი კოლჩესტერმა გააგდო

„ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს სიმწრისგან მუშტის კბენა მოუხდა —  ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალიდან მეორელიგელმა „კოლჩესტერმა” გაუგდო. თამაში 0:0 დამთავრდა. შეხვედრის ბედი პენალტებში გადაწყდა. „დეზებიდან” პენალტი კრისრიან ერიკსენმა და ლუკას მოურამ გააცუდეს. მოურამ ძელს გაარტყა. მატჩის შემდეგ პოჩეტინომ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: „კოლჩესტერმა” ფანტასტიკურად ითამაშა. გაგვიძნელდა. საოცრად იმედგაცრუებული ვარ საქმე 90...

გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
ჩანაწერი

გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!

გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც...