დღეს „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში არ ჩატარდება. მიზეზი: პეპ გვარდიოლას ნახევარი გუნდი covid 19-ით ჰყავს ავად. როგორც გაირკვა, კაილი უოქერისა და გაბრიელ ჟესუსის დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი სულ მცირე კიდევ სამ ფეხბურთელს და კლუბის ორ თანამშრომელს გადაედო. „სიტის” შეფები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მათ კლუბში ლონდონში გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში, „კარაბაოს თასზე”, „არსენალთან” სათამაშოდ...
ჭდე: კაილი უოქერი
უღიმღამო ინგლისი ბოლოწამს გადარჩა
ისლანდია ყინჩ გუნდად რჩება. ძალიან მცირე მოსახლეობის, აქედან გამომდინარე კი ფეხბურთელების შეზღუდული არჩევანის გამო ფავორიტებში ალბათ ვერ დამკვიდრდება, მაგრამ ვინძლო დონეც არ დაკარგოს — აგერ, შაბათს, ერთა ლიგის A ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და 90+1 წუთზე რაჰიმ სტერლინგს პენალტი რომ არ გაეტანა, ფრე იქნებოდა – 0:0. მაგრამ, შეხვედრის კულმინაცია ეს პენალტიც კი არ...
ინტერ-ესი
კაილი უოქერი „ინტერის” მთავარი სატრანსფერო მიზანი ყოფილა. „მანჩესტერ სიტის” 30 წლის მცველი, იძულებითი უქმობის თვეებში, კარანტინის დარღვევის გამო, ოთხჯერ მოექცა მას-მედიის ყურადღების ცენტრში. ახლა კი როგორც იქნა პროფესიითაც მიიპყრო ყურადღება. გასულ ოთხშაბათს, უოქერმა ეგრეთწოდებული რესტარტის პირველ შეხვედრაში ითამაშა, სადაც მან და მისმა თანაგუნდელებმა „არსენალს” შთამბეჭდავად აჯობეს 3:0. „სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის მარჯვენა...
covid-იდიოტების დასჯა გამკაცრდება
ვინაიდან, ინგლისში covid 19 ჯერაც არ ჩამცხრალა, პრემიერლიგის განახლება კი კარს არის მომდგარი, ჩემპიონატის თავკაცებმა გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ და პრესაში კოვიდიდიოტებად არიან მოხსენიებულები, სასჯელი გაუმკაცრონ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ ეხება. ხეირი არ დაადგებათ კლუბებსაც, რომლებიც კოვიდიდიოტურად მოიქცევიან. ერთი სიტყვით, მზადდება კანონი, რომელიც პრემიერლიგაში 200 ათას გირვანქიან ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში...
როგორ დავიცვათ სოციალური დისტანცია მეძავებთან
კაილი უოქერმა ძმაკაცთან და ორ მეძავთან ერთად სექს-წვეულება მოაწყო — ესეც შენი „დარჩი სახლში” პრემიერლიგურად. ერთ-ერთმა მეძავმა, რომელთაც რბილად და ლამაზად ესკორტის გოგებს უწოდებენ, ჟურნალისტებს უამბო, რომ მობურთალმა მილიონერმა მათ სამსაათიანი მომსახურეობის ფული გადაუხადა. და მეორე დღეს უოქერს ეყო თავხედობა მთელი ინგლისისთვის საჯაროდ სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა. წუხელ, როგორც მერე ხდება ხოლმე, უოქერმა დიდი ბოდიშები იხადა...



