ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 21 ივლისს 21 წლისა ხდება, დიდი კლუბების ინტერესის საგანია. იტალიურმა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიელის შეძენა „იუვენტუსსაც” სურს. გაზეთი წერს, რომ ის ტურინში 36 წლის დიდი ვარსკვლავის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ესახებათ. რონალდუს” კონტრაქტს „ბებერ ქალბატონთან” ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. „შპორტ ბილდის” თქმით კი იმავე ზაფხულს, ჰოლანდის „დორტმუნდისგან” გამოსყიდვის...
