საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკები არც მეორედ დაინდო და ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით, 10:1 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ჩვენებმა 6:2 მოიგეს. ანგარიში ელისანდრომ გახსნა, რომელიც საუკეთესო იყო და სულ აზიელთა კარი ოთხჯერ აიღო. მალევე არჩილ სებისკვერაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მე-7 წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა – გოლი იდრის იოროვმა გაიტანა. პირველივე ტაიმში ელისანდრომ (2) და თალესმა ჩვენს ნაკრებს...
