საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა...
