საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ...
