„შალკეს” სპორტულ დირექტორს იოჰენ შნაიდერს უნდა, რომ გელზენკირხენის კლუბის ფანებმა, ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა, ერთი სიტყვით ყველამ ვისთვისაც ეს კლუბი ძვირფასია, ერთად გამონახოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ასეთი სიტყვებით, როგორც წესი, საფეხბურთო ჩინოვნიკები გულშემატკივარს მაშინ მიმართავენ როდესაც უნდათ, რომ მათ წაგებები მოითმინონ. გუშინ „შალკემ” მიონხენგლადბახში 1:4 წააგო და ბუნდესლიგის ცხრილში 3 ქულით ბოლო ადგილზეა. გუნდს ერთი თამაშიც...
