როცა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ იქმნებოდა, თავისთავად ნაგულისხმევი იყო, რომ მას სათავეში ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლევან მაისაშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგებოდნენ. პრინციპში, ასეც მოხდა და ბორჯღალოსნების გურუთა მთელი შემადგენლობა და მათთან ერთად ასაკობრივ ნაკრებთა სადამრიგებლო გუნდები ერთობლივად გაუძღვებიან „შავ ლომს“, ოღონდ ერთი გამონაკლისი მაინც იქნება. ცნობილ მიზეზთა გამო ლევან მაისაშვილი ამ პროცესში...
ჭდე: ილია მაისურაძე
იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ. პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ,...
როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და...


