სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს. იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას აფრთხილებს: „საკმარისია, ერთი ფეხბურთელი მაინც დავირუსდეს და ჩემპიონატი დაუყოვნებლივ შეწყდება“. საკმაოდ მკაცრია სერიას სამედიცინო პროტოკოლიც....
