„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრწყინვალე ტრებლი — ტრიუმფი, რომელიც კლუბს 1998-99 წლების სეზონში ჰქონდა, მის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. რა სიმაღლეებიც არ უნდა დაიპყრონ მანკუნიანელებმა მომავალში, 22 წლის წინ ერთ სეზონში მოგებული პრემიერლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა არ გახუნდება. ზღაპრული წარმატების გახსენებაზე გონებაში მყისვე ცოცხლდება ოლე გუნარ სულშერის, ტედი შერინგემის, დევიდ ბექემის, როი კინის,...
