მესამე დღეა, უკრაინის საფეხბურთო სამყარო ერთადერთი კითხვით და მილიონი სავარაუდო პასუხით დუღს – რაში დასჭირდა იგორ სურკისს კიევის „დინამოს“ მწვრთნელად 75 წლის მირჩა ლუჩესკუს დანიშვნა? შეგახსენებთ, რუმინელი სპეციალისტი 2004-2016 წლებში „დინამოს“ დაუძინებელი მტრის, დონეცკის „შახტარის“ თავკაცი იყო და 12 წელიწადში 8-ჯერ ჩემპიონობა, 6-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც უეფას თასი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს დონბასური...
