მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი...
