პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი მედალი მიემატა, ამჯერად ვერცხლი – ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაულმა მეორე ადგილი დაიკავა და პარიზის თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სროლის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა...
