სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა. გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“...
