თითქოს ბევრი არაფერია სათქმელი, მაგრამ… გუშინ, ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიემ“ „ვარდარს“ უმასპინძლა. „ვარდარი“ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „მონპელიე“ — წინა. ფეხბურთზე რომ გადავიყვანოთ, „რეალი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ რანგის შეხვედრის განაცხადში „მონპელიეს“ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე ჰყავდა შეყვანილი. „ვარდართან“ გიოს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც ლოგიკური გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ „მონპელიეს“ მწვრთნელი პატრის...
