ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში ფინალური ბრძოლა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ბიან ჟინგთან 7:15 წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა. თიბილაშვილი A კატეგორიის ფლეი-ოფში ორი მოგებითა და ამდენივე წაგებით გავიდა, მაგრამ შემდეგ იყოჩაღა: მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს 15:13 აჯობა,...
