მადრიდში გაიმართა გალა-დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე იყო. ეს გახლდათ ამერიკული ჟურნალის „ესკვაირის” საღამო, სადაც პიკეს ერთ-ერთი ჯილდო გადასცეს. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საღამოზე „ბლაუგრანას” ვარსკვლავს მრავალ სხვადასხვანაირ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ერთ-ერთი მათგანი ნეიმარის „რეალში” შესაძლო გადასვლას ეხებოდა. პიკემ თქვა: „შეშინებულები არ ვყოფილვართ, მაგრამ შანსი იმისა, რომ ნეიმარი „რეალში”...
