„ნაპოლის” ბანაკში ცუდი ამბებია. შაბათს ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმართა მეკარე ალექს მერეტმა კუნთის ტკივილის გამო მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის დებიუტანტი ელია კაპრილე ჩადგა. შეხვედრის ბოლოსკენ მერეტის ტრავმას უკვე ეტყობოდა, რომ სახუმარო არ იყო, გუშინ კი „პინეტა გრანდე ჰოსპიტალში” ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ალექს მერეტს...
